თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტრო ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს ონკოპაციენტების საჭიროებებს, რათა მათი ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული

სამინისტრო ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს ონკოპაციენტების საჭიროებებს, რათა მათი ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ონკოპაციენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა ონკოპაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობას.

„ვესაუბრეთ ონკოლოგიური პრობლემის მქონე პაციენტებს და იმ ადამიანებს, ვინც მათ უჭერს მხარს. საუბრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას და მედიკამენტების სრულად დაფარვას.

მინდა დავადასტურო, რომ სამინისტროსთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია. მიდის მუშაობა, რომ პაციენტების ყველა საჭიროება მოცული იყოს. შევთანხმდით, რომ 10 დღის განმავლობაში ის კონკრეტული საკითხები, რაც მათ დააყენეს კიდევ ერთხელ იქნება საფუძვლიანად შესწავლილი, რათა პრობლემები და ბარიერები, რაც ხვდებათ მკურნალობის ხელმისაწვდომობის და გამოკვლევების ჩატარების პროცესში, ამოწურული იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა და მკურნალობის კურსი დასრულდეს. იქნება ეს საყოველთაო ჯანდაცვის თუ რეფერალური დახმარების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო გაცხადებული. სამინისტრო ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს პაციენტების საჭიროებებს, რათა მათი ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ონკოპაციენტებს და „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრებს შეხვდნენ, რომლებიც მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვდნენ.

ონკოპაციენტების თქმით, სამკურნალოდ გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტი არასაკმარისია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია