ლევან ხაბეიშვილი - კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს - ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია

თბილისის მერს, კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან, იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც მის „პერფორმანსთან“ დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებას გამოეხმაურა.

ხაბეიშვილის განცხადებით, დაუშვებელია არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

„თბილისის მერს - კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან, იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია.

როგორ შეიძლება არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება და აწუხებს?

წლების შედარება არ მოსწონთ თურმე და როცა უნდათ 2005-2006 წლებში ჩადიან.

გვიპასუხეთ, 2024 წელს პორტამდე მოსული საწვავი 1.65 ლარი რომ ღირს, პორტიდან 200 მეტრში 3.2 ლარი რატომ ღირს ?

უთხარით ხალხს სიმართლე! 1.65 ლარი არ არის ის ფასი, რაც პორტამდეა? და ამ 1 ლარს და 50 თეთრს ვინ და რაში ამატებს?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული.

„თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, რომ საინტერესო პერფორმანსები და მოვლენები გველოდებოდა წინ. ასე განაგრძოს. ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს“,- განაცხადა კალაძემ ხაბეიშვილთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია