„სართველოს ბანკისა“ და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

კრეატიული, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 12 მაისს დასრულდება. აპლიკაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია 2019 წელს დაფუძნდა, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ „საქართველოს ბანკისა“ და MASE-ს 100%-იანი დაფინანსება - ისწავლონ კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, მიიღონ საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებთან, ბრენდებთან და ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება, შექმნან პორტფოლიო, რომელიც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 2019 წლიდან ჩვენ Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით, „საქართველოს ბანკის“ ყოფილი თანამშრომლის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დავაფუძნეთ. პროექტის ფარგლებში, კრეატიულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება და ისწავლონ სარეკლამო ინდუსტრიის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე Art Direction-ის ან Copywriting-ის მიმართულებით. თავდაპირველად, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მიღება 2020 წელს გამოცხადდა, დღემდე კი მას უკვე ოთხი გამარჯვებული ჰყავს. ყოველწლიურად იზრდება პროექტისადმი დაინტერესება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. გვჯერა, რომ ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ კრეატიულ და საინტერესო ახალგაზრდას აღმოვაჩენთ“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

„საქართველოს ბანკისა“ და MASE-ს თანამშრომლობით შექმნილი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სტიპენდიატების გასაცნობად ნახეთ ვიდეო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში