გიგი წერეთელი - ევროპის სახალხო პარტიისა და მისი ლიდერების წარმატება საქართველოს დაჩქარებული ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მონაწილეობდა, სადაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა, მანიფესტი გამოიცა და მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კონგრესზე სიტყვით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერები გამოვიდნენ და მაღალი დონის დისკუსიები წარიმართა. ევროპის სახალხო პარტიის დელეგატებმა კენჭისყრით ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩიეს. ახალი სტრუქტურების დაკომპლექტება ევროპარლამენტის არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყება.

„ივნისში, არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიისა და მისი ლიდერების, ურსულა ფონ დერ ლაიენის, რობერტა მეცოლას, მანფრედ ვებერისა და სხვების წარმატება, კვლავ საკვანძო პოზიციებზე ყოფნა დიდი მხარდაჭერა იქნება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, უკრაინის წარმატებისთვის, ევროპის გაფართოებისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთელი პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, ასევე EPP-ის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ ლიდერებთან და დელეგაციებთან შეხვედრები გამართა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს