რუსეთის საგარეო უწყებამ რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემის გეგმასთან დაკავშირებით შვეიცარიის ელჩი დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის ელჩი, კრისტინა მარტი ლანგი დაიბარა შვეიცარიის პარლამენტის მიერ იმ შუამდგომლობების დამტკიცების გამო, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, უკრაინის რეპარაციების დასაფინანსებლად რუსული აქტივების კონფისკაციისა და გადარიცხვის გზაზე იმუშაოს.

„რუსეთი კატეგორიულად გმობს შვეიცარიის ხელისუფლების ამ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს სახელმწიფოს იმუნიტეტის შესახებ. რუსეთის სახელმწიფო ქონების ნებისმიერი ხელყოფა „რეპარაციული მექანიზმის“ საფარქვეშ სხვა არაფერი იქნება, თუ არა სახელმწიფო დონეზე ქურდობა”, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათი განმარტებით, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ შვეიცარიის გეგმა განხორციელდება. შვეიცარიამ გასულ წელს განაცხადა, რომ სანქცირებული რუსების კუთვნილი დაახლოებით 7.7 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (8.81 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების ფინანსური აქტივები გაყინა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია