ზაზა ვაშაყმაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე დღეს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მიმდინარე წელს, საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების კონტექსტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. სომხეთის რესპუბლიკის ელჩის განცხადებით, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს და ნაყოფიერს გახდის ორ სტრუქტურას შორის ურთიერთობებს.

ზაზა ვაშაყმაძემ და აშოტ სმბატიანმა, ასევე, იმსჯელეს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეგისტრაციის თაობაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია