გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ პუბლიკაციის „ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გამართა

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ პუბლიკაციის „ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გამართა.

როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პუბლიკაცია ეხმაურება თემებს თუ როგორ ცვლიან სოფლად მცხოვრები ქალები საკუთარი ოჯახების, სოფლებისა და თემების ცხოვრებას უკეთესობისკენ და რა სირთულეების გადალახვა უწევთ მათ.

მათივე ცნობით, პუბლიკაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალციხეში წარადგინა. გამოცემის პრეზენტაციის პარალელურად, ამავე სახელწოდების ფოტოგამოფენაც გაიმართა.

„ღონისძიებას დაესწრნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბონი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალურ მობილიზაციაში ჩართული, სოფლად მცხოვრები ქალები.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2013 წლიდან, სოციალური მობილიზაციის დახმარებით, სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე მუშაობს. მხარს უჭერს მათ, მუდმივად მონაწილეობდნენ ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრასა და ბიუჯეტის შედგენაში.

შედეგად, ქალები მოხალისეობრივ აქტივიზმში ერთვებიან, თვითდახმარების ჯგუფებს ქმნიან, საჭიროებების კვლევებს ატარებენ და მათ მრგვალი მაგიდის შეხვედრების ფორმატით ადგილობრივ თვითმმართველობებთან წარადგენენ, შემდეგ კი ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ.

სოციალური მობილიზაციის მონაწილე ქალებმა უკვე არაერთი ინიციატივა განახორციელეს. საკუთარი აქტიურობით, მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცეს და არა მარტო საკუთარი, არამედ სოფლების ყოველდღიურობაც გაამრავალფეროვნეს. პუბლიკაციაში გაერთიანებული ისტორიები და ფოტოები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებზეა მომზადებული და სწორედ მათ ღვაწლს წარმოაჩენს. ისინი ასახავს შთამბეჭდავ ცვლილებებს და ნათლად წარმოაჩენს, რომ ქალებს, მართლაც, დიდი ძალა აქვთ.

ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ნაწილია. იგი გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება