ბექა დავითულიანი - "ვეტინგის" სისტემა რადიკალური ოპოზიციისთვის არის ინსტრუმენტი, სასამართლო დაიქვემდებარონ, რასაც არ დავუშვებთ, მორჩა, ვინც გინდა გვითხრას - შეგვეშვან

ამ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის სურვილი და მიზანია, რომ სასამართლო არ იყოს დამოუკიდებელი და იყოს მასზე დამოკიდებული. "ვეტინგის" სისტემა მათთვის არის ინსტრუმენტი, რომ სასამართლო დაიქვემდებარონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მორჩა, ვინც გინდა გვითხრას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, მმართველი გუნდი არ აპირებს სასამართლო სისტემა "ნაციონალურ მოძრაობას" ჩაუგდოს ხელში.

მისივე თქმით, იმ ქვეყნის სასამართლოში, რომელსაც საშუალო ევროპული რეიტინგი აქვს ყველა კვლევით, "ვეტინგის" სისტემა არავის სჭირდება.

"წავიდნენ და თავიანთი ქვეყნის სასამართლოებს მიხედონ. არავის არ სჭირდება სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ინსტრუმენტად გამოყენებული "ვეტინგის" სისტემით დალაგება იმ ქვეყნის სასამართლოსი, რომელსაც საშუალო ევროპული რეიტინგი აქვს ყველა გამოკითხვით, მათივე გამოკვლევებით. შეგვეშვან, მიხედონ თავის სასამართლოს, ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" და რადიკალურ ოპოზიციას სასამართლო სისტემას ხელში არ ჩავუგდებთ. მეტსაც გეტყვით, არ ჩავუგდებთ არა მარტო იმიტომ, რომ უბრალოდ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს თავს არ მივეცით უფლება, ჩვენ გვქონოდა ზეგავლენა სასამართლოზე და როგორ მივცემთ ისეთ ძალას მაგის უფლებას, როგორიცაა "ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია? - არ გამოვა ეს ამბავი. ხან "ვეტინგს" დაარქმევენ, ხან სხვა ახალ ტერმინებს შემოიღებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის სურვილი, ინსტრუმენტი, სასამართლოზე რადიკალური ოპოზიციის გავლენის გაზრდის, რის შესაძლებლობასაც უბრალოდ, არ მივცემთ, საიდანაც გინდა შემოუარონ", - განაცხადა ბექა დავითულიანმა “იმედის“ ეთერში.

გარდა ამისა, ბექა დავითულიანმა ისაუბრა ნიკა გვარამიას შესახებ, მისი თქმით, გვარამიამ აღიარა, რომ „ნაცების“ დროს სასამართლო სისტემა მთლიანად ხელში ეჭირათ და იყო დახშული.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია აღიარებს, რომ წლების წინ სასამართლო, პარლამენტი და მედია დახურული იყო.

„არის გამოთქმა, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო და ესენი დავიწყებულებიც არ არიან, თვითონვე არ მისცეს მოსახლეობას შესაძლებლობა, რომ დაევიწყებინათ მათი სისხლიანი რეჟიმი და მათი სახეები ტელეეკრანებიდან არ ჩამოსულა და იმ სისტემური წამებით განთქმული ხელისუფლებიდან, უტიფრად, ისე, რომ ბოდიშიც არ მოუხდიათ პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი იყო სწორი და სულ მათი მცდელობა ყოველთვის 2003 წლის სცენართან სწორებაა საბოლოო ჯამში. არასდროს სხვა არაფერს აკეთებენ. გამოდიან და სინანულის განცდა ხომ უნდა გქონდეს, რომ ადამიანს ეგონოს, რომ ერთხელ დანაშაული ჩაიდინა, უმწიფარი იყო პოლიტიკურად შეიძლება ეს ძალა და შეეშლა და გულწრფელად ინანიებს. არა, გამოდიან და ამბობენ შეცდომები დავუშვითო, დანაშაულები ჩავიდინეთო, ამასაც არ აღიარებენ. ნიკა გვარამიას ეთერი ნახეთ გირჩი tv-ში „თავისუფალ ბაზარში“ ჰო, შეცდომები იყოო ამბობს და მერე აკეთებს ჩამონათვალს: ჩვენ მთლიანად ჩავკეტეთო, დავახშეთო სისტემაო. მართალს ამბობს, მაგაში ვეთანხმები. მთლიანად სისტემას რომ დაახშობ ბოლოს ფეთქდება, მაგრამ რის ჩამონათვალს აკეთებ? სასამართლო სისტემა მთლიანად ხელში გვეჭირა და კონტროლის ქვეშ გვქონდაო, მედია მთლიანად ხელში გვეჭირაო, პარლამენტი მთლიანად დახშობილი გვქონდა ოპოზიციისთვისო. მთლიანად გვქონდა ავტოკრატიული რეჟიმი დამყარებულიო, თვითონ ამბობს ადამიანი, მერე გამოდის და ამბობს, სასამართლო უნდა შეიცვალოს და „ვეტინგის“ სისტემა და რაღაც სისულელეები. ანუ, ადამიანი რომელიც ამბობს, რომ მე მქონდა ჩემს წარსულში ეს გამოცდილება, რომ ნამდვილად ვიყავი ავტოკრატი და რეჟიმი მეჭირა ხელში და ყველა თავისუფალ სივრცეს ვკეტავდი, რომელიც დემოკრატიის ინსტრუმენტია, გვეუბნება, რომ თქვენო ახლა, როცა საშუალო ევროპული რეიტინგი აქვს თქვენს სასამართლოსო, ეს არისო კლანიო და „ქართულ ოცნებას“ ეძახის რეჟიმს. ადამიანი, რომელიც თავისივე სიტყვებით განმარტავს, რომ რეჟიმის შემოქმედი იყო თავად. ან რა ახალ სახეებზე ვლაპარაკობთ? ნიკა გვარამია და მელია, როდიდან გახდნენ ახლები? რა სისულელეა ახლა“, - განაცხადა დავითულიანმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო