ბექა დავითულიანი - ევროკავშირის სახელმწიფომ მსჯავრდებული ჭაკუა გადმოგვცა,  იგივე ბრალდება აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილს იგივე საქმეზე, ერთი ადამიანი გადმოგვცეს, მეორე არა - ეს არის შერჩევითი ექსტრადირება

მსჯავრდებული ჭაკუა, რომელიც ერთ-ერთ საქმეზე იყო ძებნილი, ევროკავშირის სახელმწიფომ [გერმანია] გადმოგვცა. იგივე ბრალდება აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილს. ფაქტია, რომ იგივე საქმეზე ძებნაში მყოფი ადამიანი ერთხელ მოგვცეს, მეორედ არ გვაძლევენ - ხომ არის ეს შერჩევითი ექსტრადიცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანის თქმით, ამას, ალბათ, აქვს თავისი წინაპირობები და ამას შერჩევითი და პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით აკეთებენ.

„ეს საკითხი ორად უნდა გაიყოს. ერთი საკითხია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობა ექსტრადირების ნაწილში და მეორე საკითხია უკრაინასთან ურთიერთობა - ეს თავისი შინაარსით არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული. ევროკავშირის ნაწილში კონკრეტულად ადეიშვილთან მიმართებით საინტერესოა ის, რომ მსჯავრდებული ჭაკუა, რომელიც ერთერთ საქმეზე იყო ძებნილი და იყო ევროკავშირში, ევროკავშირის სახელმწიფომ გადმოგვცა. იგივე ბრალდება (ერთ-ერთი) აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილს და ის არ გადმოიცა. რატომ ხდება ეს, ხომ არის ეს შერჩევითი ექსტრადიცია და არა შერჩევითი სამართალი. ფაქტია, რომ იგივე საქმეზე ძებნაში მყოფი ადამიანი ერთხელ მოგვცეს, მეორედ არ გვაძლევენ. ამას, ალბათ, აქვს თავისი წინაპირობები და რა თქმა უნდა, ამას შერჩევითი და პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით აკეთებენ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, ჩვენ ვიცით, რომ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დავით ახალაიამ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი გარკვეულ ქვეყნებში, ასეთი ხდებოდა კეზერაშვილთან მიმართებით, ადეიშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან და ა.შ.

„როდესაც პოლიტიკურ ფიგურაზეა საუბარი ისინი ყოველთვის თავს იკავებენ და გარკვეული პოლიტიკური ნიშნით გადაწონიან ხოლმე სამართლებრივ საკითხებს. ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი, ეწინააღმდეგება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და სამართლებრივად ეს არ შეიძლება ასე ხდებოდეს, მაგრამ ფაქტია, ასეა. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც მაგალითად საქართველოს პროკურატურა დაინახავს სადმე აქტივობას, რომ ალბათ საზღვარი გადაკვეთა ძებნილმა პირმა, ის მიმართავს შესაბამის სახელმწიფოებს. ადეიშვილთან მიმართებითაც ალბათ რამდენიმე ათეული მიმართვაა ექსტრადიციაზე სხვადასხვა ქვეყანაში. ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება და კანონის წინაშე წარდგომა. ასე იყო სააკაშვილიც, ასე იყვნენ სხვა ძებნილი პირებიც, მაგრამ ბოლოს ისინი მაინც წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“ , - განაცხადა ბექა დავითულიანმა “იმედის“ ეთერში, რომელის კომენტარსაც პრესსასმსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო