მამუკა გამყრელიძე - უკრაინის დახმარება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში - სისტემის წინააღმდეგ ვერც ტრამპი წავა

უკრაინისთვის დახმარება დონალდ ტრამპისგანაც იქნება და ნებისმიერ შემთხვევაში ყველასგან, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მამუკა გამყრელიძემ აშშ-ის არჩევნებზე ისაუბრა, მისი განცხადებით, შეიძლება მოხდეს ისეც, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უფრო მეტად დაუპირისპირდეს ვლადიმერ პუტინს, ვიდრე დღეს ჯო ბაიდენი უპირისპირდება.

„აბსოლუტურად არ ვთვლი სწორად, ტრამპი რომ მოვიდეს თეთრ სახლში, ის შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, იმიტომ, რომ თუ ისტორიას გადავხედავთ, სწორედ ტრამპი ეხმარებოდა უკრაინას და რუსული ძალების პირველი შეჩერება რომ მოხდა, ეს მოხდა ამერიკული იარაღებით, რომელიც ტრამპმა გადასცა უკრაინას და რომელსაც თავის დროზე არ აძლევდა ობამა.

აქ ლაპარაკი რაზეა იცით? - სისტემის წინააღმდეგ ვერც ტრამპი წავა და ვერავინ. ახლა რაც ხდება ამერიკაში, ეს არის სისტემის პრობლემა, შიგნით პარტიებს შორის ჭიდაობა, მაგრამ ჩემი აზრით, დახმარება ტრამპისგანაც იქნება და ნებისმიერ შემთხვევაში ყველასგან იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში.

ტრამპი შეიძლება უფრო დაუპირისპირდეს პუტინს, ვიდრე ბაიდენი. გაიხსენეთ, რომ ყველაზე მეტი სანქცია სწორედ ტრამპმა დაუწესა პუტინს. გაიხსენეთ ის, რომ ჩინეთში მაქსიმალურად შეუზღუდა სავაჭრო პირობები. გაიხსენეთ, რა დღეში ჩააგდო ირანი”, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში