რუმინეთის პრეზიდენტი - გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში

რუმინეთის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა.

“გადაწყვეტილება მივიღე მონაწილეობა მივიღო ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში. ეს რუმინეთის კანდიდატურაა, ნატო ღირებულებებისადმი ჩემი მყარი ერთგულებაა”, - განაცხადა იოჰანისმა.

მისი თქმით, ორი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთი გახდა ნატო-ს წევრი, რომელიც 75 წლის განმავლობაში დემოკრატიას და თავისუფლებას ავრცელებს და პარტნიორების დიდი ქსელი შექმნა.

“ნატო-ს ქოლგამ ისტორიაში უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიები მოგვცა… სამხედრო კონფლიქტი ევროპაში - ეს რეალობაა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ნაკლებად შესაძლებელი ჩანდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ გრძელვადიანი საფრთხეა ჩვენი კონტინენტისთვის. ნატო საზღვრები პირველხარისხოვან მნიშვნელობას იძენს, და აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება გრძელვადიან პრიორიტეტად დარჩება”, - განაცხადა იოჰანისმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა