ალეკო ელისაშვილი მელია-გვარამიას გაერთიანებაზე - ისინი იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნიშაში - ნიკა გვარამია სააკაშვილზე „ნაციონალი“ იყო და არის

მოდი, ერთად ვკითხოთ „ქართულ ოცნებას“, რატომ არ იძებნება ზურაბ ადეიშვილი 2015 წლის შემდეგ, ან ვიქტორ ორბანმა რატომ გადაუსვა ხელი ადეიშვილს?, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის მიმართ საქართველოს პროკურატურის მიმართვის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ადეიშვილის საკითხს ანტიდასავლური რიტორიკისთვის იყენებს.

„ეს არის მორიგი მავნებლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, თან ვისთან მავნებლობენ, რომლებსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის, გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრი. ევროკავშირში, ვინც მეტ ფულს იხდის, ვისაც უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს, ის არის წამყვანი ქვეყანა, ასეთი ორი ქვეყანაა: გერმანია და საფრანგეთი. გერმანიას ლანძღავენ და ელჩს იბარებენ.

მოდი, ერთად ვკითხოთ „ქართულ ოცნებას“: რატომ არ იძებნება ზურაბ ადეიშვილი 2015 წლის შემდეგ წითელი ცირკულარით, ან ვიქტორ ორბანმა რატომ გადაუსვა ხელი ზურაბ ადეიშვილს? ჩვენ თუ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ხელისუფლება შემოდგომას უნდა გამოვცვალოთ, რადგან ისინი ადეიშვილის საკითხს ანტიდასავლური რიტორიკისთვის იყენებენ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა გვარამია-მელიას პოლიტიკურ ერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილზე მეტი „ნაციონალი“ ნიკა გვარამია იყო.

მისივე შეფასებით, მელია-გვარამიას ახალი პოლიტიკური მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ნიშაში იქნება და რამე ცვლილებების გამოწვევას ვერ შეძლებენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაზე მეტად „ნაციონალი“ იყო ნიკა გვარამია. ვისაც კი არ ეთანხმებოდა, ყველა პოლიტიკური ოპონენტი ნაგინები ჰყავს ტელევიზიიდან. სააკაშვილზე „ნაციონალი“ ნიკა გვარამია იყო და არის. და არც მჯერა, რომ ნიკა გვარამია, რომელიც გუშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დღეს არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს. ისინი იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნიშაში. ცვლილებების გამომწვევი ვერ იქნება და ვერ იქნებიან ოპოზიციის ე.წ. შუაშისტური შემკრებები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ