ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.

“მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ ჩვენი მიმართულებით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, ქვეყანამ წინ წაწია რეფორმები შემდეგი ნაბიჯებით:

ინტერესთა კონფლიქტის აღკვეთაზე კანონის მიღებით; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღებით; სასამართლო და პროკურატურის სისტემის გაუმჯობესებით, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებით; Frontex-ის სტატუსის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მანდატის დამტკიცებით მიგრაციის მენეჯმენტის გაუმჯობესებით; ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრის მიღწევითა და შენარჩუნებით”, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინას მეტი პროგრესის მიღწევა სჭირდება, მაგრამ ქვეყანა აჩვენებს, რომ მას წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია და ბოსნია-ჰერცეგოვინას მომავალი ევროკავშირშია.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს