აშშ-მა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა

აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე გამოაცხადა.

“დღეს პრეზიდენტ ბაიდენის სახელით უსაფრთხოების სასწრაფო დახმარების პაკეტის შესახებ ვაცხადებ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღითა და აღჭურვილობით, რათა დაკმაყოფილდეს უკრაინის ზოგიერთი, ყველაზე კრიტიკული საჭიროება”, - განაცხადა სალივანმა.

მან განმარტა, რომ აღნიშნული პაკეტისთვის სახსრები “გაუთვალისწინებელი ეკონომიის” გამო გაჩნდა, პენტაგონის მიერ უკვე გაფორმებულ კონტრაქტებში კიევისთვის გადაცემული იარაღის ჩასანაცვლებლად, ამიტომ აღნიშნული პაკეტის გადაცემა ამერიკის უსაფრთხოებაზე არ აისახება.

“ეს პაკეტი, რომელსაც ვაცხადებთ, მოიცავს დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვს, HIMARS სისტემებისთვის GMLRS რაკეტებს. ეს დახმარებაა, რომელიც ძალიან სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ თავს იცავდეს რუსული თავდასხმებისგან”, - განაცხადა სალივანმა.

ცნობისთვის, ეს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების პირველი პაკეტია 2023 წლის დეკემბრიდან, იმის ფონზე, რომ კიევისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფაზე (დაახლოებით 60 მილიარდი აშშ დოლარი) კენჭისყრის გამართვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ იბლოკება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება