საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მიმართ მთავრობის სტრატეგია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მიმართ მთავრობის სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასაც მოიცავს.

Le monde-ის ცნობით, საკითხი სენატში დღეს უნდა განიხილონ, ხვალ კი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ომის შესახებ სიტყვით გამოვა.

კენჭისყრამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტია და რომ რუსეთის გამარჯვება ფრანგი ხალხის ყოველდღიური ცხოვრებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, ხმის მიცემისგან თავის შეკავება ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს. გაბრიელ ატალმა სიტყვა დაასრულა წინადადებით : „დიდება უკრაინას!“

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება