რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამშვიდობო გეგმები, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, შედეგს არ გამოიღებს.

„გამოვხატეთ რა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია, თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაცია და კონფლიქტის შესაძლო გავრცელება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებზე.

გასულ კვირას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვლადიმერ ზელენსკის ანკარაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს „მშვიდობის სამიტს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა