ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ექვსი სატვირთო მანქანა შევიდა

6 სატვირთო მანქანა, რომელიც გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამისგან გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთით იყო დატვირთული, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი მარშრუტით შევიდა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

მათი განმარტებით, სატვირთო მანქანების შესვლა განხორციელდა საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია, რომ ჰუმანიტარული დახმარება „ჰამასის“ ხელში არ მოხვდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა სატვირთო მანქანების უსაფრთხოების შემოწმება პირველ რიგში კერემ შალომის საგუშაგოზე ჩაატარეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია