გიორგი კახიანი - სამწუხაროდ, არახამიას განცხადებებში იმ დამოკიდებულებას ვხედავთ, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს

საქართველოს ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განმარტებით დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებში იკითხება უკრაინის ხელისუფლებას დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მისი თქმით, მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა საქართველო კვლავ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„სამწუხაროდ, არახამიას განცხადებებში იმ დამოკიდებულებას ვხედავთ, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს. საქართველო უკრაინას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყველანაირად უდგას გვერდში და ჩვენ მათი მხარდაჭერისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას ვიღებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმ მდგომარეობას ვიზიარებთ, რა მდგომარეობაშიც ისინი არიან. ვხედავთ, უკრაინა რა მძიმე მდგომარეობაშია და ამიტომ, მათთან ასეთ თემებზე პოლემიკაში შესვლა არ ღირს. ასეთი უსამართლო დამოკიდებულის მიუხედავად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა შვეიცარიაში ვიზიტის დროს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია