ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, მის ადმინისტრაციას, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, მის ადმინისტრაციას, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც არტილერიის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და საჰაერო თავდაცვის შესახებ უკრაინის სასწრაფო საჭიროებებს ითვალისწინებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალა აუცილებელია, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად.

„ვაფასებ პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი შეთანხმებების შესრულებას. ჩვენ ველით, რომ კონგრესი დამატებით დაფინანსებას რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცებს, რათა ჩვენი საერთო გამარჯვებისკენ წინსვლაში დაგვეხმაროს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს