ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის 149-ე კმ-თან ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების ტემპი მაღალია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის დარჩენილ ორ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და „რა თქმა უნდა, პროგრესი განსხვავებულია“. მისი თქმით, მობილიზაციაც და სამუშაოების ტემპიც საკმაოდ მაღალია.

„ინტენსიური სამუშაოებია 149-ე კმ-თან მდებარე ფერდზეც, სადაც 2023 წელს პოტენციური მეწყრის კერა იქნა აღმოჩენილი. ჩატარდა შესაბამისი კვლევები, მომზადდა საინჟინრო გადაწყვეტა, მოეწყო შემოვლითი გზა, ტენდერის შედეგად გამოვლინდა კვალიფიციური კონტრაქტორი, რომელიც ამჟამად ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოს ასრულებს. მობილიზაციაც და სამუშაოების ტემპიც საკმაოდ მაღალია,“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის პირველ - ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

რიკოთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი - ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 3 გვირაბიდან, უკვე გაჭრილია 2 გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 11 ხიდი და სამუშაოები მიმდინარეობს 2 ხიდზე. მათ შორის, გაჭრილია რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელური, 1800 მ სიგრძის გვირაბი, სადაც მიმდინარეობს საბოლოო მოსახვის, სადრენაჟე და საინჟინრო სისტემების მოწყობის სამუშაოები.

მინისტრის თქმით, რიკოთის პირველ მონაკვეთზე, 149-ე კმ-თან მდებარე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების ფარგლებში, იჭრება მიწის მასივები, საფეხურებრივად მუშავდება ფერდი, რის შემდეგაც დაიწყება მისი გამაგრება პროექტის შესაბამისად. ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, აშენდება ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა და დაიწყება ხიდების და სხვა ინფრასტრუქტურული საგზაო ელემენტების მშენებლობა უკვე არსებულ გზაზე.

„დღეს მიმდინარე სამუშაოები მნიშვნელოვანია როგორც ფერდის სტაბილიზაციისა და პრევენციის თვალსაზრისით, ისე პროექტის განვითარებისთვის. ზოგადად, რიკოთის პირველ მონაკვეთზე არის გამოწვევები, რაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ კონტრაქტორთან ერთად. გაცემულია შესაბამისი გაფრთხილებები და რეკომენდაციები. აუცილებლად უნდა გაიზარდოს სამუშაოების ტემპი პარალელური სამუშაოების წარმოების მიმართულებით“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი გეოლოგიურად ყველაზე გამომწვევი მონაკვეთია რიკოთზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად ძალისხმევას წარმოადგენს სწორედ ფერდების, შესაბამისი საპროექტო-საინჟინრო გადაწყვეტებით სტაბილიზაცია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში