16 მარტიდან, 18-მეტრიანი ავტობუსი 301 მარშრუტზეც იმოძრავებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 16 მარტიდან, 301 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს.

როგორც კალაძემ განმარტა, 301 მარშრუტი მგზავრებს მოემსახურება ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან („თბილავიამშენის“ მიმდებარედ) რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე.

„16 მარტს უკვე მეოთხე მარშრუტზე გავლენ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი შედეგი მგზავრებისთვის უკვე შესამჩნევია: 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86 პროცენტით მეტი მგზავრი გადაჰყავს, რაც იმ უბნებისთვის, სადაც ეს მარშრუტები გადის, დიდი შეღავათია.

როგორც იცით, პირველ ეტაპზე შემოყვანილი 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე გადანაწილდა 302, 308 და 314 მარშრუტზე და როგორც ვთქვი, ასევე გავლენ 301 მარშრუტზე, რომელიც მგზავრებს მოემსახურება ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან („თბილავიამშენის“ მიმდებარედ) რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე.

დანარჩენი 110 ერთეული ავტობუსი, მათი შემოყვანის პარალელურად, გავა სხვა, მსგავსი დატვირთვის ხაზებზე, რაც თავის მხრივ, გამოათავისუფლებს 12-მეტრიან ავტობუსებს და მოგვცემს საშუალებას, რომ ისინი გავანაწილოთ სხვა მარშრუტებზეც.

მთლიანობაში, ეს პროცესი მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს მუნიციპალურ სატრანსპორტო სისტემას. ამავე დროს, მალევე წამოგვეწევა ის 40 ერთეული ავტობუსიც, რომლის შესყიდვის პროცედურებიც უკვე დაიწყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა