პაატა მანჯგალაძე - ჩვენ - „გამარჯვების კოალიცია“ ავიღებთ მინიმუმ 40%-ს

ჩვენ - „გამარჯვების კოალიცია“ ავიღებთ მინიმუმ 40%-ს - ყოველ დღე მივალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და ადამიანებს ვეტყვით, რომ ეს სიღარიბე, მაღალი ფასები, უმუშევრობა არ არის განაჩენი და ჩვენ ერთად შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილებები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ხმა, რომელიც ბარიერის მიღმა დარჩება, არის დახმარება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენისთვის, ამიტომ მან "ნამდვილ ოპოზიციურ პარტიებს" 5%-იანი ბარიერის გადალახვა უსურვა.

"გამარჯვების კოალიციას" აქვს თავისი დღის წესრიგი, სტრატეგია. მე მზად ვარ ვილაპარაკო "გამარჯვების კოალიციის" გეგმებზე, სხვა პარტიის გეგმებზე გამიჭირდება საუბარი. ერთი შემიძლია, ყველა ნამდვილ ოპოზიციურ პარტიას ვუსურვო - ჩვენ ცვლილებებისთვის, გამარჯვებისთვის გვჭირდება 1 მილიონი 5%-იანი გადალახული ხმა. ყველას ვუსურვებ, რომ ეს 5%-იანი ბარიერი გადაილახოს. რატომ? ყველა ხმა, რომელიც დარჩება ბარიერის მიღმა, არის დახმარება "ქართული ოცნებისთვის" ხელისუფლებაში დარჩენისთვის. ამიტომ ყველას ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა ნამდვილმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს