ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი, ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ ვილნიუსში მომხდარი თავდასხმის მიუხედავად დანებებას არ აპირებს

ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი, ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ თავდასხმის მიუხედავად დანებებას არ აპირებს.

ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამშაბათს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში, საკუთარი სახლის წინ თავს დაესხნენ.

„ჩვენ ვიმუშავებთ და არ დავნებდებით. ფეხი კარგად არის, სიარულის დროს მტკივა, თუმცა ხელი მოვიტეხე“, - განაცხადა ვოლკოვმა.

ლეონიდ ვოლკოვმა აღნიშნა, რომ თავდასხმისას ფეხში 15-ჯერ ჩაარტყეს.

43 წლის ვოლკოვი 2023 წლამდე ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი და მისი ანტიკორუფციული ფონდის თავმჯდომარე იყო.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა