თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, ნებართვები 1-ელ აპრილამდე გააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გაუაქტიურებელი ნებართვები 1-ელ აპრილამდე გააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება.

მისი განცხადებით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge და ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ.

„ტაქსების რეფორმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით რამდენიმე ეტაპი უკვე განხორციელდა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომ თუ ჯერ კიდევ არ გაგიაქტიურებიათ ნებართვა, ის 1-ელ აპრილამდე გაააქტიურეთ. გასული წლის პირველი აპრილიდან ეს ნებართვები ტაქსის მფლობელებს საკუთრებაში გადავეცით, რომელიც გააქტიურებისთვის ერთწლიან ვადას ითვალისწინებდა. აღნიშნული ვადა უკვე იწურება. შესაბამისად, იჩქარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია