თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში ნორვეგიის წვლილი, ასევე, ნდობის ფონდის ფარგლებში, ნორვეგიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში