ილია დარჩიაშვილი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდერ სტუბს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესსა და ამ მიმართულებით, ფინეთის როლზე. გამოითქვა იმედი, რომ ფინეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასვლაში დაეხმარება.

ილია დარჩიაშვილმა ფინეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან ასევე მადლიერებით აღნიშნა 2008 წელს, საქართველოსთვის გადამწყვეტ პერიოდში, ალექსანდერ სტუბის, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი ჩართულობა და წვლილი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მიმართულებით.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს გლობალური მშვიდობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა უფრო მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის საჭიროებას“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია