„საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის მენეჯმენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება.

„აღნიშნულ ფორმატში ბესიკ ბუგიანიშვილმა სავალუტო ფონდის მისიას „საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გააცნო. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა „საქართველოს განვითარების ფონდში“ რეფორმის შედეგად განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე, საინვესტიციო პრიორიტეტებსა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, და, ამ კუთხით, მისიას მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„საქართველოს განვითარების ფონდსა“ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში