შალვა პაპუაშვილი - ახლა ირკვევა, რატომ ითხოვდნენ გვარამიას შეწყალებას და რატომ იბარებდნენ მოსამართლეებს სხვადასხვა საელჩოები, რათა თავის დროზე ზეწოლა მოეხდინათ გვარამიას პროცესთან დაკავშირებით - კარგად ჩანს, რა იყო მიზანი

ახლა ის მომენტია, როცა უნდა გავიხსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. გახსოვთ, რომ მაშინაც, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე გარედან ზეწოლა იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მაშინ ყველამ კარგად იცოდა, რომ საქმე ჰქონდათ "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგთან და არა ჟურნალისტთან.

,,შემდეგ ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა აღიარა, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება მოხდებოდა. ეს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებისთვის სიურპრიზი იყო. ჩვენ ამ

შეწყალებაზე გამოხმაურებები ვნახეთ, რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი დეპოლარიზაციაზე. ახლა ირკვევა, რატომ ითხოვდნენ ნიკა გვარამიას შეწყალებას, რატომ იბარებდნენ მოსამართლეებს სხვადასხვა საელჩოები, რათა თავის დროზე ზეწოლა მოეხდინათ ნიკა გვარამიას პროცესთან დაკავშირებით. ჩანს, საერთო ჯამში რა იყო საერთო მიზანი. რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, რომ საქმე არ ჰქონდათ ჟურნალისტთან, საქმე ჰქონდათ "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგთან, რომელიც მედიის ინსტრუმენტებს იყენებდა ამ ძალადობრივი პარტიის იდეოლოგიის გასავრცელებლად", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მოგვიანებით ყველა დარწმუნდა, რომ ამ შეწყალების მიზანი არ ყოფილა დეპოლარიზაციის შემცირება.

,,რა თქმა უნდა, ფარისევლები იყო ყველა ის უცხოელი, ვინც ნიკა გვარამიას შეწყალებას ამ კუთხით აჩვენებდა ქართულ საზოგადოებას. სინამდვილეში, მათი ყველა მოქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ ნიკა გვარამია თავისუფლებაზე ყოფილიყო, რათა მას ქართულ პოლიტიკაში მისი ჩვეული რადიკალური დღის წესრიგი შემოეტანა. ვფიქრობ, გაშიშვლდა, თუ რა ჩანაფიქრი იყო ნიკა გვარამიას შეწყალების უკან. ნიკა მელია თავისუფლებაზეა იმის გამო, რომ მისი გირაო ევროპის დემოკრატიულმა ფონდმა გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ეს ევროკავშირის ფულით საქართველოში მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც იატაკქვეშ, ფარულად აფინანსებს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობებს კანონის დარღვევით, გაუმჭვირვალედ. მათი ფულის გადახდით მელია თავისუფლებაზეა. სტრასბურგის სასამართლომ სულ ახლახან გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომ მისი დაკავებისას ყველაფერი კანონიერი იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რატომ უნდოდათ ნიკა მელია და ნიკა გვარამია თავისუფლებაზე - ეს არის ორი რადიკალი, რომელიც გამორჩეულია რადიკალური ქმედებებით, პარლამენტზე თავდასხმით და შტურმით. ისევე, როგორც ზოგადად რადიკალური დღის წესრიგის შემოტანით. ორივეს უკან ჩანს კვალი უცხოური პოლიტიკური ჯგუფების. ორივე მათგანმა შეძლო, მართლმსაჯულებისთვის თავი აერიდებინა სწორედ იმიტომ, რომ უცხოური პოლიტიკური ჯგუფები ჩაერივნენ, ორივე მათგანი საქართველოში მოქმედებს სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის დასამკვიდრებლად. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდება ქართული საზოგადოება,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე