სამხრეთ ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ წევრი დაიღუპა

სამხრეთ ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ტვიროსის მახლობლად ისრაელმა დრონის გამოყენებით მანქანას დაარტყა, რომლითაც „ჰამასის“ წევრი გადაადგილდებოდა.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ გარდაცვლილი, ჰადი მუსტაფა ახლომდებარე რაშიდიეს ბანაკიდან იყო. ლიბანური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სირიელი მამაკაციც დაიღუპა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია