ფინეთის პრემიერი - რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ევროპისთვის მუდმივ და არსებით სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს.

პეტერი ორპომ აღნიშნა, რომ რუსეთი დაუმარცხებელი არ არის და ევროკავშირის სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.

„თუ ჩვენ, როგორც გაერთიანებული ევროპა, ამ გამოწვევას შესაბამისად ვერ ვუპასუხებთ, მაშინ მომავალი წლები მოსალოდნელი თავდასხმის საშიშროებით სავსე იქნება“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას უაზრო ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ ფინეთის საზღვართან ჯარებს განათავსებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია