მამუკა მდინარაძე - ახლა ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა სთხოვს, რომ გადმოსცენ დამნაშავეები

ახლა უკვე ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა სთხოვს, რომ გადმოსცენ დამნაშავეები, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიმართვას ზურაბ ადეიშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, სამწუხაროა ის, რომ ევროპის ქვეყნებში თავისუფლად „დასეირნობენ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც უმაღლესი სტანდარტით დადასტურებულია დანაშაულები.“

„სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ევროპის ქვეყნებში თავისუფლად დასეირნობენ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც უმაღლესი სტანდარტით დადასტურებულია დანაშაულები. რომლებმაც ასევე გაასაჩივრეს სტრასბურგის სასამართლოში და იქაც წააგეს. ახლა უკვე ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა სთხოვს, რომ გადმოსცენ დამნაშავეები. ასევე, ჩვენ მეგობარ უკრაინაზე, რომლის წარმომადგენლებიც ტყუილებითა და ულტიმატუმებით ელაპარაკებიან მეგობარ საქართველოს, რომელმაც 600-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერა ხელი, სადაც ჰააგის სასამართლოში რუსეთის გასამართლებაზეც იყო საუბარი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, რუსეთის აგრესიისგან ზიანის შემსუბუქების მიზნით. რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელი ლტოლვილია საქართველოში, რომელიც შევიფარეთ. სკოლები და ბაღები გავხსენით, სადაც უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სწავლა და ამ ყველაფრის ფონზე მათგან ძალიან ცუდ მესიჯებს წავაწყდით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 11 მარტს საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს