„ჯივიპიმ“ რუსთავში, მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების  რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში, კომპანია „ჯივიპიმ“ მეგობრობის გამზირსა და გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1700 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად განახლდება, 15 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 11 საკვანძო ჭა მოეწყობა. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად გაგარინის ქუჩაზე შესრულდება, სადაც ასევე 1800 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი განახლდება, 17 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 15 საკვანძო ჭა მოეწყობა.

„ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციაში კომპანია "ჯიპივი" ჯამში 5,5 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე კვირას დაიწყო და მისი დასრულება გაგარინის ქუჩაზე მაისში, მეგობრობის გამზირზე კი ივნისშია დაგეგმილი.

2024 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, მეგობრობის გამზირზე და გაგარინის ქუჩაზე ქსელების რეაბილიტაცია სწორედ მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმის ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ მეგობრობის გამზირზე სარეაბილიტაციო პროექტების მიმდინარეობისას ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, ხოლო წყალმომარაგების შეზღუდვა მხოლოდ დასკვნით, გადაერთებით ეტაპზე იქნება საჭირო.

მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების შედეგად წყალმომარაგება ქალაქ რუსთავის 40 000-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს