“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ - ადიგენის მერიაში ნეპოტიზმი და სავარაუდო კორუფციის ნიშნები გამოვლინდა

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის ძმა, ჯემალ ქიმაძე 2021 წლიდან დღემდე ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორია, რაც “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობაა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირობალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამასთან, ორგანიზაცია გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ჯემალ ქიმაძის დანიშვნის შემდეგ კი მისმა შვილმა, ჯუმბერ ქიმაძემ ადიგენის მერიისგან პირდაპირი შესყიდვებით 103,829 ლარი მიიღო.

“ადიგენის მერად გოჩა ქიმაძის არჩევამდე, ხუთი თვით ადრე, მისი ძმა ჯემალ ქიმაძე ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორად დანიშნეს. გოჩა ქიმაძე ადიგენის მერის უფლებამოსილების განხორციელებას 2021 წლის 28 ოქტომბრიდან შეუდგა, თუმცა, მას ააიპ-ის დირექტორის პოზიციაზე ძმა არ შეუცვლია.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით, დაუშვებელია, რომ თანამდებობის პირის სამსახურეობრივი ზედამხედველობის ქვეშ მისი ახლო ნათესავი იმყოფებოდეს, თუ ის კონკურსის წესით არ არის დანიშნული. ააიპ-ის დირექტორს კი მერი ნიშნავს განუსაზღვრელი ვადით და თავის მხრივ, დირექტორი მერთანაა ანგარიშვალდებული.

2021 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, სამ თვეში, ადიგენის მერიამ ააიპ-ის დირექტორის, ჯემალ ქიმაძის შვილს 7 პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა 103,829 ლარზე. მანამდე ორი წლის განმავლობაში ჯუმბერ ქიმაძეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მხოლოდ ორი პირდაპირი შესყიდვა ჰქონდა მიღებული 9,949 ლარის ოდენობით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში