მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე - ერთადერთი ლოგიკაა: ხარ აგენტი და დაგავალეს

„ნაციონალური მოძრაობის“ გამო რომ გადაგაყენებ, შემდეგ მასთან კოალიციას შეგაქმნევინებენ საკრებულოებში და შემდეგ გაძახებინებენ, რატომ გყავთ სააკაშვილი პალატაში და არა ციხეშიო, აგენტის გარდა ამას ვერავინ იზამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ბრალდებებს მმართველი გუნდის მისამართით, ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით.

როგორც მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, გახარიას ბრალდებები ტყუილია.

„ტყუილია, იმიტომ, რომ რესურსების განაწილების ინდიკატორებიც არსებობენ და ერთ-ერთი მოწინავეები ვართ. ყველაფრის ინდიკატორი არსებობს. ამის სპეციალური კვლევა არსებობს და იქაც მოწინავე პოზიციაზე ვართ. არიან ქვეყნები, სადაც მშპ შეიძლება იყოს მაღალი, მაგრამ განაწილების კოეფიციენტი იყოს დაბალი. მართლაც, შეიძლება ელიტარული კორუფციის ხარჯზე განაწილების კოეფიციენტი იყოს დაბალი და ქვეყანა იყოს მე-80 ადგილზე, აქაც მოწინავეები ვართ, მსოფლიო ბანკმა არ იცის და გახარიამ იცის?

თავის საარჩევნო ნომერს იძახის თავის ოჯახის რაოდენობის ჩამოთვლისას. იცით რატომ თქვა ეს ციფრი? [25 ადამიანი] თავის საარჩევნო ნომერს ამბობს ხშირად და ტვინში დევს უკვე. ვინ ჩამოთვალა? ერთ-ერთი პირველი თქვა ირაკლი კობახიძე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რაღაცები არის ზეხარისხში ამ ქვეყანაში. ირაკლი კობახიძეზე რომ იტყვი კორუმპირებული ოჯახი ჰყავს, დამთავრდა, ხარ თაღლითი. ამას რომ იტყვი, უბრალოდ თაღლითი ხარ. ოპოზიციაც რომ ვერ ამბობს და შენ ამბობ , „ნაცებთან“ მოღალატე ადამიანი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში მონაწილეობს, გახარიას პრემიერობის დროს ადეიშვილი ბუნდესტაგში ვერ შედიოდა, რადგან გახარია შემაკავებელი ფაქტორი იყო.

მდინარაძის თქმით, ისინი „ამ ბოლო დროს, რასაც ლაპარაკობენ აღარ უკვირდებიან“.

„ორი თეორიული ვერსიაა: ერთი, გახარია იმდენად ძლევამოსილი იყო, ევროპაში ეშინოდათ, რომ ადეიშვილი გადაადგილებულიყო ან მეორე ვარიანტი არის, რომ გლობალური ომის პარტიის მორიგ აგენტს უფრთხილდებოდა თავად გლობალური ომის პარტია, რომ მის იმიჯს ჩრდილი არ მისდგომოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

წამყვანის ჩაკითხვაზე, „გლობალური ომის პარტიის“ აგენტში გახარიას გულისხმობს თუ არა, მდინარაძე პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო რომ გადადგები, მეტი რა უნდა იფიქრო?“.

„ნაციონალური მოძრაობის“ გამო რომ გადაგაყენებენ, შემდეგ მასთან კოალიციას შეგაქმნევინებენ საკრებულოებში და შემდეგ გაძახებინებენ, რატომ გყავთ სააკაშვილი პალატაში და არა ციხეშიო, აგენტის გარდა ამას ვერავინ ვერ იზამს. ჩემი ლოგიკით ეს არის.

ქვეყნის პირველი პირი ხარ, პრემიერ-მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის [ნიკა მელია] გამო გადადექი, ერთადერთი ლოგიკაა: ხარ აგენტი და დაგავალეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა