ირაკლი ზარქუა „ლელოს“ დაპირებაზე - სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთსო -  0,03-ია ჩვენი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტი, რაც გვქონდა პენსია, იმასაც ვერ დავარიგებდით და შენ ამ დროს 1000-ლარიან პენსიას ეუბნები, აპრიორი ატყუებ

ჩვენი თითოეული მოქალაქე გრძნობს ვინ ატყუებს და ვინ პოპულისტობს წინასაარჩევნოდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუამ პენსიის ათას ლარამდე გაზრდაზე „ლელოს“ დაპირებაზე ისაუბრა. კითხვაზე, "პოპულისტობს თუ არა მამუკა ხაზარაძე", როდესაც ადამიანებს პენსიების გაზრდას ჰპირდება, ზარქუა აღნიშნავს, რომ ისინი უკვე მიხვდნენ, რომ ამის მიღწევა არარეალურია.

„უკვე მიხვდნენ, რომ ეს არარეალურია. რა სიგიჟეებს ამბობენ, ვინ გაუტარებს ამას- ჩვენ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთსო. დაითვალეს ექსპერტებმა, 0,03-ია ჩვენი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტია. ის რაც გვქონდა პენსია, იმასაც ვერ დავარიგებდით. შენ ამ დროს ათას ლარიან პენსიას ეუბნები, აპრიორი ხომ ატყუებ. თაღლითები, როგორც დაამტკიცა სასამართლომ, იგივეს აგრძელებენ. ამას ვინ გაუტარებს, თვითონ ოპოზიციამ ამხილა“ , -განაცხადა ირაკლი ზარქუამ "იმედის" ეთერში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია