თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე კომერციულ ფართში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია შენობის ფასადი. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, დაზიანებულია ახლომდებარე კორპუსებში ფანჯრების მინები და ავტომობილები.

ამ დროისთვის, უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

"ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშობენ, ჯერჯერობით დაშვებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია