„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ - თბილისში, 2023 წელს სტერილიზაცია/კასტრაცია 6529 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა - თავშესაფარში 11 299 ძაღლი და კატაა შეყვანილი

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ინფორმაციით, თბილისში, 2023 წელს სტერილიზაცია/კასტრაცია, ჯამში, 6529 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ევთანაზია, ე.წ. ცხოველის დაძინების პროცედურა 361 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 1976 ცხოველი მოკვდა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სააგენტოს მიერ, 2023 წლის განმავლობაში, ჯამში, 11 299 მიუსაფარი ძაღლი და კატაა თავშესაფარში შეყვანილი.

ამასთან, სააგენტოში როგორც წერილობით, ასევე ცხელი ხაზის ნომერზე, ჯამში, ცხოველებსა და ქვეწარმავლებზე, გასული წლის განმავლობაში, 72 082 შეტყობინება შევიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება