სამტრედიის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

სამტრედიის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

იმ კორპუსის გარდა, სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული ფართები და ავტომანქანები.

"მოპირდაპირე კორპუსში ვცხოვრობ. საშინელი ხმა იყო. მთელი კორპუსი შეზანზარდა. მიწისძვრა მეგონა, მინები ჩაიმსხვრა, იყო ნგრევა. როგორც ვიცი, არავინ დაშავებულა", - აცხადებს ერთ-ერთი პირი, რომელიც მომხდარი შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია