2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რაოდენობა 177 791 იყო - სტუდენტთა შორის 30 701 უცხოელია

2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რაოდენობა 177 791 იყო, საიდანაც ყველაზე მეტი 66 515 პირი სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის მიმართულებაზე ირიცხებოდა - სტუდენტთა შორის 30 701 უცხოელია.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში, სტუდენტთა შორის უმრავლესობა, 91 012 ქალი, 86 779 კი კაცია.

რაც შეეხება კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს, 2023-2024 სასწავლო წლისთვის სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის შემდეგ, სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებაა, სადაც მოცემული მომენტისთვის 42 197 სტუდენტი ირიცხებოდა.

სხვა მიმართულებებზე სტატისტიკა ასეთია: მეცნიერება - 25 038; ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება - 15 581; საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები - 10 413; მომსახურება - 9 517; განათლება 5 105; სოფლის მეურნეობა 3 425.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა განაწილებას სქესის მიხედვით, მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, ყველაზე მეტი 35 900 ქალი სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის მიმართულებაზე ირიცხება; 22 744 ქალის სტუდენტით მეორე ადგილზეა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება; ყველაზე ცოტა 1 061 სტუდენტი ქალი კი სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე სწავლობს. სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე ქალი სტუდენტების სტატისტიკა კი ასეთია: ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი - 11 597; მეცნიერება - 9 769; განათლება - 4 333; მომსახურება - 2 884; საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები - 2 724.

კაც სტუდენტებს შორის, მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ყველაზე მეტი 30 615, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესია და სამართლის მიმართულებაზე ირიცხებოდა. მეორე ადგილზეა ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 6 633 კაცი სტუდენტი; ყველაზე ცოტა 772 კაცი კი მოცემულ პერიოდში განათლების პროგრამაზე სწავლობდა. დანარჩენ მიმართულებებზე კაცი სტუდენტების განაწილება ასეთია: მეცნიერება - 15 269; საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები - 7 689; მომსახურება - 6 633; ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება 3 984; სოფლის მეურნეობა 2 364.

რაც შეეხება სტუდენტთა რიცხოვნობას ასაკის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სტუდენტთა შორის ყველაზე ბევრი, 28 878, 19 წლის ასაკის იყო; 30-34 წლის სტუდენტთა რიცხვმა 3 503; 35+ ასაკის სტუდენტთა რაოდენობამ კი 2 006 შეადგინა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა