საქართველო გაერო-ს ანგარიშში „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა

ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) საქართველო „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის კატეგორიაშია და მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილზეა, - ამის შესახებ გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ „ადამიანის განვითარების“ 2023-2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

საქართველო რეიტინგში უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, უკრაინას, მოლდოვას, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩინეთს და სხვა.

ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 2015–2022 წლებში 4 პუნქტით გაუმჯობესდა და გაუმჯობესების ამ მაჩვენებლით, „ძალიან მაღალი დონის ქვეყნებს“ შორის საქართველო მსოფლიოში მეთერთმეტეა ირლანდიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ხორვატიის, საუდის არაბეთის, თურქეთის, ურუგვაის, პანამის, მალაიზიის, კოსტა-რიკას, ტაილანდის შემდეგ.

გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსში ქვეყნები 4 კატეგორიად ნაწილდება განვითარების „ძალიან მაღალი“, „მაღალი“, „საშუალო“ და „დაბალი“ დონის მიხედვით.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია