ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - მოხარული ვარ, რომ ვხედავ მიღწეულ პროგრესს - გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს ევროპისკენ სვლას

ევროპის გაფართოება აუცილებელია ევროკავშირის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოში მიღწეულ პროგრესს. გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს ევროპისკენ სვლას,- ამის შესახებ ფინეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდერს ადლერკროიცმა, ჰელსინკიში, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანდერს ადლერკროიცის განცხადებით, ფინეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„12 -13 მარტს, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ფინეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა ფინეთის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის დიდი კომიტეტის წარმომადგენლებთან და ფინეთის პარლამენტის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარესთან.

შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი“,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია