პრემიერ-მინისტრი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენ ტოფტ სორენსენს შეხვდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზგასმით აღინიშნა თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობისთვის.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე. დადებითად შეფასდა დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, რაც ხალხთაშორისი კავშირებისა და ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია