გიორგი ვაშაძე - მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში?

მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში? რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას?, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უამრავ მოქალაქეს აინტერესებს, თუ რატომ არის ასეთი ძვირი ქვეყანაში საწვავი.

„მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში? რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას? რა ბეგარას ახდევინებთ საქართველოს მოქალაქეებს თქვენ სასარგებლოდ? ამ კითხვებს თქვენ პასუხი უნდა გასცეთ. როგორ შეიძლება ასე თავი აარიდო ადამიანმა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს, ეს ხომ მარტო ჩემი შეკითხვა არ არის, ეს არის იმ უამრავი ადამიანის შეკითხვა, რომელიც ამ ძვირ საწვავს საკუთარ მანქანაში ასხამს. ხომ ცალსახაა, რომ ძვირი ბენზინი აძვირებს ცხოვრებას. ძვირი ბენზინის გამო ადამიანებს გადაადგილების პრობლემა აქვს, ძვირი საწვავის გამო პროდუქცია ძვირდება, მომსახურება ძვირდება, აბსოლუტურად ყველაფერი ძვირდება. შესაბამისად, კითხვა არის ძალიან კონკრეტული, სად მიდის ეს ლარნახევარი? ხომ არ შეიძლება თავი აარიდოთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს. გამოდით თუ არ გეშინიათ და ღიად გვითხარით, სად მიდის ეს ლარნახევარი? რატომ ძვირდება ასე სერიოზულად საწვავი, საზღვარზე შემოტანაზე არის 1 ლარი და 65 თეთრი, ორმაგდება ფასი უკვე, როცა ბენზინგასამართ სადგურებზე არის. ეს ყველაფერი ხომ არ არის იმ მაფიოზური „კლანური“ მონოპოლიის ბრალი, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ ამ ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესებთან ერთად, რომლიდანაც თქვენს ჯიბეში ილექება ეს ფული. რატომ აღარიბებთ ხალხს? სადამდე უნდა გამდიდრდეთ? სადამდე უნდა დააიგნოროთ ის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ირაკლი კობახიძე ვუმეორებ, გაგვეცით პასუხი კითხვაზე, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? პასუხისმგებელი ხართ, რომ გამოხვიდეთ და ამ კითხვას გასცეთ ძალიან კონკრეტული პასუხი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში