ომბუდსმენი - მნიშვნელოვანია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც მთავრობის და პარლამენტის მიმართაა გაცემული, შესრულდეს, რათა ამ შეუსრულებლობამ მოლაპარაკებების გახსნის პროცესში წინაღობა არ შექმნას

მნიშვნელოვანია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მიმართ შესრულებული იყოს, რათა ამ შეუსრულებლობამ არ შექმნას წინაღობა მოლაპარაკებების გახსნის პროცესში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ე.წ. „ვეტინგის“ სისტემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან.

„მნიშვნელოვანია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მიმართ შესრულებული იყოს, რათა ამ შეუსრულებლობამ არ შექმნას წინაღობა მოლაპარაკებების გახსნის პროცესში. რაც შეეხება „ვეტინგის“ სისტემას, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც საქართველოში არსებობს, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, ამიტომ, მაგალითებს რომელიც მოჰყავთ სხვა ქვეყანაში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ, ჩემი აზრით, მეტი არგუმენტაცია სჭირდება. შესასწავლია იქ მიღწეული შედეგები, რამდენად შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, რამდენად შესაძლებელია ასეთი ტიპის „ვეტინგის“ საქართველოში ჩატარება. თუ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან ამ „ვეტინგის" ჩატარებაზე, მათ შორის ოპოზიცია და მმართველი პარტიაც რომ შეთანხმდეს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასთან უნდა იყოს შესაბამისობაში“,- აღნიშნა იოსელიანმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს