სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 მარტს დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 მარტს დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს.

ინფორმაციის თანახმად, თბილისში 16 მარტს გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება, ხოლო 17 და 18 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16 მარტიდან 17 მარტის დილამდე იწვიმებს, 18 მარტს კი გამოიდარებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 16-ში კი გაწვიმდება. 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი იქნება. 16 მარტს გაწვიმდება, 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 16 მარტს კი მოთოვს. 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 15 მარტს უნალექო, ხოლო 16-17 მარტს ზოგან წვიმიანი და ქარიანი ამინდი იქნება. 18 მარტს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 16 მარტს კი გაწვიმდება. 17-18 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 მარტს ზოგან იწვიმებს. 18 მარტს გამოიდარებს. ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია