კახა კალაძე - მგონია, რომ ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, იმიტომ, რომ თუ ამის გაკეთება სურდათ, მანამდეც შესაძლებელი იყო გაეკეთებინათ

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირება მოხდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, იმიტომ, რომ თუ ამის გაკეთება სურდათ, მანამდეც შესაძლებელი იყო გაეკეთებინათ. უკრაინაში ჩვეულებრივად ცხოვრობს, მოღვაწეობს, კონკრეტული თანამდებობაც აქვს. ვიცით რამხელა მძიმე დანაშაულებშია ბრალდებული და რა სიმძიმისაა ის დანაშაულები, რომელიც მათი მმართველობის დროს იქნა ჩადენილი, კონკრეტულად ამ პიროვნების მხრიდან. შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ გადმოგვცემენ. დაველოდოთ, თუმცა წინასწარ არ მინდა შეფასებები გავაკეთო", - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია