კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის დაპირებაზე - აიბლანდნენ ერთმანეთში, არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც საფუძველს მოკლებულია

აიბლანდნენ ერთმანეთში, არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც საფუძველს მოკლებულია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილის შექმნაზე.

მისი თქმით, „ლელოსა“ და მისი ლიდერის განცხადებები უარგუმენტო და მანიპულაციურია.

„არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ ხაზარაძის განცხადება, იმდენ სისულელეს ვისმენთ მათი პარტიის წარმომადგენლებისგან. მერე უკვე აიბლანდნენ ერთმანეთში, ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს, პენსიებთან დაკავშირებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და ა.შ. არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია: არანაირი არგუმენტაცია, არანაირი კონკრეტიკა. ქართველი ხალხი არ მოტყუვდება ამ მანიპულაციით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტული საკითხია. დედაქალაქის მერმა ის მუნიციპალური პროგრამაც ახსენა, რომელიც რამდენიმე წელია, მსურველთა გადამზადებისა და დასაქმების მიმართულებით მოქმედებს.

„გამოწვევა არის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. თუ შევხედავთ თუნდაც სამუშაო ადგილების თვალსაზრისით რა ვითარება იყო წლების წინ და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს... საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი ადამიანი დასაქმდეს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დასაქმების პრობლემა, მეორე მხრივ, ბიზნესსექტორი ეძებს კვალიფიციურ კადრებს, რაც ასევე უდიდესი პრობლემაა. ჩვენ გვაქვს სრულიად უფასო, პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“. სხვადასხვა პროფესიებში გადამზადებას ვახორციელებთ, რათა მსურველებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ. შემდეგ მათ ვეხმარებით დასაქმებაში. 75% არის ამ პროგრამით დასაქმების მაჩვენებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა