საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ჟიული შარტავას მემორიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საუნივერსიტეტო საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღეს პირველი ეროვნეული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაში. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ჟიული შარტავას საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა, გახსნა ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს და ჟიული შარტავას საზოგადოების თამჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას ეროვნული გმირის სახელის უკვდავყოფისთვის გამართული ღონისძიების ორგანიზებისთვის. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ჟიული შარტავა თავდადების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითია, რომლის სახელი უნივერსიტეტის ისტორიაში სამარადისოდ დარჩება.

„მადლობა ორგანიზატორებს, რომ მოგვეცა საშუალება, ჟიული შარტავას თანამებრძოლების, მეგობრების, ოჯახის წევრების მონაწილეობით გავხსნათ საქართველოს ეროვნული გმირის მემორიალური დაფა და გავიხსენოთ ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს. მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ მოგონებები გმირებზე და რაც მთავარია, მათ მაგალითად ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ისეთი გმირების ცხოვრება, როგორიც იყო ბატონი ჟიული. ჟიული შარტავა უშიშრად შეეგება სიკვდილს, ის არის თავდადების, სამშობლოს, მოყვასის სიყვარულის მაგალითი. მან ამ თავგანწირვით მომავალ თაობებს ერთგვარად უანდერძა, რომ ბრძოლა ყველაზე წმინდა, მამულიშვილური მიზნისთვის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. აფხაზეთი აუცილებლად დაუბრუნდება დედა-სამშობლოს და ჩვენ, ყველა ერთად, აფხაზ ძმებთან ერთად სოხუმში მივაგებთ პატივს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტს და ჟიული შარტავას საზოგადოებას ღონისძიების ორგანიზებისთვის და აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის შეიტანს წვლილს მამულიშვილურ საქმიანობაში“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ჟიული შარტავას თანამებრძოლებმა და მეგობრებმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში