ირაკლი კობახიძე - კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ - რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, ზარმაცობს

ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სასამართლო სისტემაში “ვეტინგის” დანერგვაზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, რომელიც ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს განცხადებას არ იზიარებს, კობახიძის თქმით, მათგან მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა და „ზარმაცობს“.

„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, ამ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. თუ იქნებოდა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე საუბარი, საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს, ისინი სხვების კეთილსინდისიერებაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ.

ეს არის მაქსიმუმი რა განცხადებასაც ვაპირებ სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს არის დამოუკიდებელი შტო. ჩემი და არავისი საქმე არ აირს კეთილსინდისიერების შემოწმება. რაც შეეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ერთადერთი ორგანო, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს ეჭვი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს იუსტიციის საბჭო, მაგრამ არანაირი საქმე არ არსებობს და ვერ მიმართავენ იუსტიციის საბჭოს. შესაბამისად, ეს არის ცარიელი საუბრები. ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივად, სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ, სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე“, - განაცხადა პრემიერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია