შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი ნების მატარებელი უკვე აღარ არის - ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია ზეწოლით და კარნახით შეიწყალა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი არ არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხში, რადგან ნიკა გვარამიას შეწყალების დროს ყველამ ნახა, რომ ის უცხოელების კარნახით მოქმედებდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ისე მოიქცევა, როგორც „დავალებების გამცემლებისთვის“ იმ მომენტში იქნება ხელსაყრელი.

,,სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი ნების მატარებელი უკვე აღარ არის. ჩვენ ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია ზეწოლით და კარნახით შეიწყალა. მოსახლეობამ ნახა, რომ ამის შესახებ უცხოელებმა იცოდნენ, როგორც შემდეგ თავად აღიარეს. ამის შესახებ წინასწარ საქართველოს მოქალაქეებმა არ ვიცოდით. როგორც ეტყვიან და როგორც ამ დავალებების გამცემლებისთვის იმ მომენტში იქნება ხელსაყრელი, ზუსტად ისე მოიქცევა და არაფერი სხვა არ იქნება. მას დამოუკიდებელი ნება ასეთ გადაწყვეტილებებში არ აქვს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია